Monday, March 2, 2015

ტრენინგის მე-9 დღე

გავიმეორე და გადავხედე ჩემს სასწსვლო პროექტის გეგმას. შევიტანე მასში შესწორებები. გადავხედეთ პროექტის პორთველიოს საქაღალდეს, მასში შემავალ თითოეულ ობიექტს დავარქვით შესაბამისი სახელი .
    მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტის პრეზენტაციები და კოლეგიალური რჩევები მივეცით ერთმანეთს.შემდეგ ჩვენი პორტფელიოები გადავიტანეთ ბლოგში . link lise-ის გაჯეტით ( სიის გსჯეტით ) . ამ გაჯეტებს მომავალში გამოვიყენებ ჩემი საქმიანობის გამოსაქვეყნებლად.
    ბოლოს ტრენინგი შევაჯამეთ და ვფიქრობ ასეტი ტრენინგები აუცილებელიცაა, რადგან გვეხმარება ჩვენს სასწავლო მუშაობაში. ვისწავლეთ როგორ განუვითაროთ მოსწავლეებს 21-საუკუნის უნარ-ჩვევები.

Tuesday, February 24, 2015

მე-8 დღე

გადავხედეთ პროექტის გეგმას და ვიმუშავეთ სასწავლო პროცედურებზე. ვიმუშავეთ ბლოგში, გავიმეორეთ წინადღის მასალა, გაჯეტები. ვისწავლე გვერდების ჩამატება.

Monday, February 23, 2015

ტრენინგის მე-7 დღეს გავიმეორეთ  შეფასების რუბრიკები.ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.შევადგინეთ დაბალი და მაღალი აკადემიური მოსწავლეებისათვის განკუტვნილი დავალებები.ვიმუშავეთ ბლოგში, ვისწავლეთ სურათის ჩასმა და ზომის შეცვლა,გავარჩიეთ ბლოგის მენიუ.

Tuesday, February 17, 2015

ტრენინგის მე-6 დღეს გავიმეორეთ წინა მასალა, მოვიძიე პროექტისათვის საჭირო მასალები და სურათები.გავეცანი მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუშს და გავაგრძელე მოსწავლის პრეზენტაციაზე მუშაობა.გავეცანი სახელმძღვანელოში არსებულ პროექტის გეგმებს.შევიმუშავე ჩემი პროექტის სასწავლო პროცედურების გეგმა.ტრენერმა სასინაო დავალებად მოგვცა დაგვეწერა სასწავლო პროცედურები ჩვენი სასწავლო გეგმის მიხედვით.გავეცანით პროექტის შეფასების რუბრიკებს და მოვარგე ჩემს პროექტს. რუბრიკებს სხვა პროექტებზე მუშაობის დროსაც გამოვიყენებ.

Monday, February 16, 2015

ტრენინგის მე-5 დღე

დღეს დავიწყეთ მოსწავლის პრეზენტაციაზე მუშაობა. გეგმას დავამატე შეფასების მონახაზი. მოვძებნე ის სურათები,რომლებიც მჭირდება ჩემი პროექტისათვის.პროექტის გეგმას დავამატე შეფასების ინსტრუმენტები.

Tuesday, February 10, 2015

პროექტი 3 ეტაპად შევაფასეთ და მივუსადაგე ჩემს პროექტს.გავარჩიეთ მიმართულების მიმცემი კითხვები.მიღებულ  ცოდნას გამოვიყენებ ჩემი პროექტის შედგენისას.

Monday, February 9, 2015

მესამე დღე


ინტერნეტიდან მოვიძიე ჩემი საგნის სტანდარტი.შევურჩიე პროექტს სტანდარტიდან და ბლუმის ტაქსონომიიდან და 21-ე საუკუნის სტანდარტების უნარ-ჩვევებიდან მივუსადაგე მიზანს.